weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ სიის 3 წევრი პარლამენტის დეპუტატი გახდა

13:28 სამშაბათი, 05 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე ჩაანაცვლეს.

დადგენილების პროექტებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მხარი 81-82-მა დეპუტატმა დაუჭირა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარმოდგენილია ოპოზიცია.

„წევრებს, რომელთა უფლებამოსილება ცნო პარლამენტმა, შეუძლიათ გადმობრძანდნენ დარბაზში. ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია სხდომათა დარბაზში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო სხდომებში და საპარლამენტო საქმიანობაში“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლასთან ერთად „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებს და მომავალ კვირაში პარტიას - „ევროპელი სოციალისტები“ - დააფუძნებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ 4 მანდატი მოიპოვა. პარტიის საარჩევნო სიის პირველმა სამმა წევრმა - ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ დეპუტატის მანდატებზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება სიის მეოთხე ნომერს, ავთანდილ ენუქიძეს, მან მანდატზე უარი არ თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]