weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამას გამართლება არ აქვს – სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებაზე

23:55 ხუთშაბათი, 07 იანვარი 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების შესახებ გამართლება არ აქვს.

„საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს. ჩვენი ქვეყნის ყველაზე სანუკვარი ნაწილი, სოხუმი, რომელიც ჩემთვის ქართული იერუსალიმია, ოკუპირებული აქვს რუსეთს. როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებული გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ახლა ბერლინში, ბერლინის კაბარეებში უნდა გამოვიდე და უნდა გავართო გერმანელი ოფიცრები, მერე რა მოხდა ომი კი გვქონდაო... მე ნამდვილად არ ვადარებ. ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა. მე არასდროს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ-იორკის „სითი ბალეში“, სადაც ხალხი 50 წუთი უკრავდა ფეხზე ამდგარი ტაშს. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ... ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ მომწონს-თქო.. ამას არანაირი გამართლება არ აქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი პრიმა-ბალერინა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ის პარალელურად ქართული დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ნინო ანანიაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად პანდემიით გამოწვეული სირთულეები და ფინანსური პრობლემები დაასახელა, რომლის წინაშეც მისი საბალეტო დასი დადგა.

„მე მაინც პოლიტიკური სიტუაციის მიღმა განვიხილავ ამ ყველაფერს. ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია. მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ“, – ამბობს ანანიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, მის ამ გადაწვეტილებას „გაგებით მოეკიდა, თუმცა, ძალიან განიცდის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]