weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდაბნის გამგებელმა ერთი წლის ხელფასი მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა

15:21 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

გარდაბნის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა 2016 წლის განმავლობაში მიღებული ხელფასი - 33 062 ლარი, - მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა. საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ გოჩა ჯამარაული მუნიციპალიტეტების ხელმღვანელებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამდებობის პირია, - ბიზნესიდან მისმა შემოსავალმა 900 000 ლარი შეადგინა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გოჩა ჯამარაულმა გარდაბნის გამგებლის თანამდებობაზე 2016 წელს მიიღო 33 062 ლარის ოდენობით ანაზღაურება, რაც მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა. გამგებელმა მისი სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც თავის ხელფასს რიცხავს. ფონდიდან დახმარება უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლევათ.

გოჩა ჯამარაული გარდაბნის გამგებლის თანამდებობას 2016 წლის 16 თებერვლიდან იკავებს. წარსულში იგი ცნობილი ფეხბურთელი იყო, - სხვადასხვა დროს თამაშობდა თბილისის „დინამოში“, შვეიცარიის, რუსეთისა და უკრაინის საფეხბურთო კლუბებში. 

პარალელურად, გოჩა ჯამარაული სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა, - 2010 წლის 1 აგვისტოდან იგი შპს „სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ერთ-ერთი პარტნიორია და საწარმოს კაპიტალის 60 % წილს ფლობს. იგი არის იმავე კლინიკის მმართველობის ორგანოს - სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. 

2016 წლის განმავლობაში გოჩა ჯამარაულმა ამ საწარმოდან 900 000 ლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ აღნიშნული მაჩვენებლით, გოჩა ჯამარაული საქართველოში თვითმმართველობების თანამდებობის პირთა შორის ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]