weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მზად ვართ „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შევხვდეთ – ალეკო ელისაშვილი

14:13 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ შეხვდნენ და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე ისაუბრონ. ამის შესახებ განცხადება ელისშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ - ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

მისივე განცხადებით, პარტია „მოქალაქეებმა“ ოპოზიციასთან „მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც“ დაასრულა.

„ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი, სად ვიქნებით პოლიტიკურ სივრცეში“, – აცხადებს ელისაშვილი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელისაშვილის პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 1.33% მიიღო, რაც 2 საპარლამენტო მანდატია. „მოქალაქეების“ ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]