weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს

21:06 შაბათი, 23 იანვარი 2021
ფოტოზე - ირაკლი ჩავლეიშვილი ფოტოზე - ირაკლი ჩავლეიშვილი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილ წევრს ირაკლი ჩავლეიშვილს ბათუმის ბულვარში გამართულ საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარეს.

ირაკლი ჩავლეიშვილი დღეს იმ აქციას შეუერთდა, რომლითაც მოქალაქეები ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ. „ალტერნატივას“ აქტივისტები მის გარშემო შემოიკრიბნენ და „მონას“ ეძახდნენ იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დატოვა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატზე უარი არ თქვა.

„ალტერნატივას“ წევრების თქმით, ჩავლეიშვილს აქციაზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა, რადგან უმაღლეს საბჭოში შევიდა. ისინი დეპუტატს გაჰყვნენ და უკნიდან თავზე ნაგავი გადააყარეს.

„რომ მოვბრუნდი, ჩემი ტოლი რომ შემხვედროდა, საკადრის პასუხს გავცემდი, მაგრამ შემხვდა შვილიშვლის ტოლი ბავშვი, რომელმაც არ იცოდა, რას აკეთებდა. ჩემგან შენდობილია. მე ამას როგორმე გადავიტან“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 7 მანდატი მოიპოვა. ირაკლი ჩავლეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი იყოს. ის ერთადერთია ამ სიიდან, ვინც მანდატზე უარი არ თქვა. უმაღლეს საბჭოში შესვლასთან ერთად, ჩავლეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიც დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]