weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, ტრანსპორტის გახსნაზეც ვისაუბრებთ – გახარია

13:03 სამშაბათი, 26 იანვარი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეულ რეგიონსა და ქალაქში, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლენილი დადებითი შემთხვევები 4%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელი გახდება ეკონომიკის გახსნის გეგმის დაჩქარება.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს გააკეთა.

„როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ.

მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს.

ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 349 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების ყველაზე მეტი, 426 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.

ამ თემაზე:

რომელი შეზღუდვები იხსნება და რომელი რჩება ძალაში 1 თებერვლიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]