weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქვეყნის მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან გაიხსნება

11:19 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას. გახარიამ ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას თქვა, რომ „ციფრები საკმაოდ იმედის მომცემია“.

„ინფიცირების და დადებითობის ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თამამად, მაგრამ ფრთხილად გავაგრძელოთ შეზღუდვების შემსუბუქება. თუმცა, ყველას უნდა გვახსოვდეს ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ წესები დავიცვათ. არაგონივრული, სწრაფი შეზღუდვების მოხსნა არის პირდაპირი გზა ამ შეზღუდვების თავიდან დაწესების. ვიზრუნოთ ინფექციის მართვით მიღწეულ შედეგზე, რომ გაზაფხულის ბოლოს,ზაფხულის დასაწყისში კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი ეკონომიკას, ტურიზმს.

მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი სრული მასშტაბით, გარდა ამისა, 8 თებერვლიდან ამოქმედეება ბაზრობები. ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახში. ასევე, 15-დან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები შეძლებენ ამოქმედდნენ ღია სივრცეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირის განმავლობაში. 

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსზე 16 605 ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩველებელი 3.51%-ია, ბოლო 7 დღის – 3.79%, ხოლო ბოლო 14 დღის – 4.41%,

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრობების მუშაობა 2020 წლის 28 ნოებრიდან აკრძალული იყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]