weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

12:26 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ კახა ქემოკლიძე  ღირსეული საჯარო მოხელეა, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანას.

„კახა ქემოკლიძე ჩვენს გუნდში უკვე წლებია, მუშაობს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური იყო 2020 წლის 23 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ნათია მეზვრიშვილმა საჯარო სამსახური დატოვა.

კახაბერ ქემოკლიძე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად 2019 წლის აგვისტოდან მუშაობდა. 2018 წლის აპრილიდან ის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო. მანამდე, 2015-2018 წლებში კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]