weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ესტონეთი და ლიეტუვა ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს გმობენ

16:17 შაბათი, 06 თებერვალი 2021

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის გამოტანილ განაჩენს ესტონეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროები გამოეხმაურნენ.

„ესტონეთი მკაცრად გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების 12+ წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს 21 იანვრის განჩინების თანახმად, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“,
– განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ.

რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს გმობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროც. მათი შეფასებით, ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევაა.

„ლიეტუვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგული რჩება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა გუშინ, 5 თებერვალს მიუსაჯა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

 

ამ თემაზე:

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის საელჩო ზაზა გახელაძეს და მის ოჯახს თანადგომას უცხადებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]