weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა - პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვს

17:38 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით ორის წინააღმდეგ გენერალურ პროკურორს თანხმობა მისცა, სასამართლოს მიმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. მელიას დაპატიმრების წინააღმდეგ ხმა მისცეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა.

როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ პარლამენტმა გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები.

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების, ისევე როგორც კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველასთვის, მიუხედავად მისი თანამდებობისა და პოლიტიკური კუთვნილებისა. საპარლამენტო იმუნიტეტი არ წარმოადგენს ინდულგენციას არცერთი ადამიანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით“, – თქვა პროკურორმა.

ამირან გულუაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო – 40 ათასი ლარი არ გადაიხადა, პროკურატურამ მის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება გადაწყვიტა. მელიას 2020 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებიან.

 

ამ თემაზე:

ნიკა მელიას დაპატიმრება აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს – სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]