weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მელიას დაპატიმრება სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის – სენატორი რიში

09:24 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობას გულისხმობს, სახიფათოა ქართული დემოკრატიისთვის.

„ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ.

ჩემი წუხილები ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა“, – ამბობს ამერიკელი სენატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

17 თებერვალს, 5.5-საათიანი სასამართლო პროცესის შედეგად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებიდან მალევე განცხადება გაავრცელა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას.  

„ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“, – განაცხადა საელჩომ.

სასამართლოს განჩინების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. ნიკა მელია ამბობს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებს, პარტიის ოფისი დატოვოს და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს. ამ დრომდე ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]