weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით – შსს

09:55 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. მათ ნიკა მელიას ადვოკატი შეხვდა და უთხრა, რომ უფლებამოსილი იყო, ნებისმიერი დოკუმენტი თავად ჩაებარებინა. ამაზე პოლიციის წამომადგენლებმა უარი თქვეს და ოფისის შესასვლელი დატოვეს. როგორც მათ განმარტეს, კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„კონსტიტუციის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში“, – აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, „პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“.

17 თებერვალს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ნიკა მელია ამბობს, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია, რის გამოც არ აპირებს, პარტიის ოფისი დატოვოს და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს. ამ დრომდე ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება თანაპარტიელებთან და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]