weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

არ მაქვს გავლილი სავალდებულო ჯარი, სამწუხაროდ – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი

01:09 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია. ამ საკითხზე მას შეკითხვა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დაუსვა. 

„არ მაქვს მე სავალდებულო ჯარი გავლილი, სამწუხაროდ. თავი არ ამირიდებია, ეს იყო იმით განპირობებული, რომ 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი, შემეძინა შვილი, შემდეგ 20 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამის გამო თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გახდა. ჯუანშერ ბურჭულაძე 2019 წლის სექტემბრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ბურჭულაძე განათლებით ფინანსისტია და 2018 წლამდე სხვადასხვა ბანკში მუშაობდა. 2010 წლიდან 2015 წლამდე ის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში მუშაობდა და ფინანსური მენეჯერის თანამდებობა ეკავა. 2015-2019 წლებში ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 2019 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის საკუთარ მოადგილედ დანიშნა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს 8 შვილი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]