weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ფოკუსირდით მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონზე – პავილიონისი ბლინკენს

10:55 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს.

„ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, „ქართული ოცნების“ გარდა, საჯაროდ გამოხატა დიალოგის მზაობა. ბატონო ბლინკენ, დემოკრატიული ქვეყნების ტრანსატლანტიკური საზოგადოება უნდა ფოკუსირდეს ქართული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ აგრესიულ, ავტოკრატიულ ტონსა და მის წინააღმდეგ შესაძლო ქმედებებზე“, – წერს ლიეტუველი დეპუტატი და დიპლომატი „ტვიტერზე“.

ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში 20-21 თებერვალს იმყოფებოდა და შეხვდა როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის დასასრულს, ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ უარს ამბობენ 25 თებერვალს აქციის გამართვაზე და მზად არიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის.

 

ამ თემაზე:

თქვენ თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს არის თქვენი ყველაზე დიდი საჩუქარი პუტინისთვის – პავილიონისი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]