weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გაუქმება, რომელსაც ისედაც ვერ აკეთებდნენ – მდინარაძე

16:40 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი არ არის 25 თებერვლისთვის დაგეგმილი აქციის გაუქმება, რადგან ხალხის შეკრებას ისედაც ვერ ახერხებდნენ. 

„კომპრომისი არ ყოფილა თურმე საარჩევნო რეფორმა - ისტორიული, უპრეცედენტო. პრაქტიკულად ყველაფერი გავითვალისწინეთ, რაც კი შენიშვნები ჰქონდათ. კომპრომისი არ ყოფილა თურმე რიგგარეშე არჩევნებზე დათანხმება, იმ შემთხვევაში თუ 1%-იანი გადახრა მაინც იქნება ჩვენს სასარგებლოდ და კომპრომისი ყოფილა იმ აქციის გაუქმება, რომელსაც ისედაც ვერ აკეთებდნენ, ხალხს ვერ კრებდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტსაც გამოეხმაურა და ოპოზიცია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა.

„ორმაგი სტანდარტია ის, რომ როდესაც ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობის მთლიანი სპექტრის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების განცხადებები, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და შებრძანდით პარლამენტშიო, არაფერს ნიშნავს. წაუყრუებენ ხოლმე, მაგრამ თუ ერთი ჩვენი კოლეგა, მათი მეგობარი და სუბიექტურად მოფიქრალი ადამიანი ჩამოვა და იტყვის, რომ სიმართლე თქვენს მხარეს არ არის, ის არის დასავლეთის პოზიცია. ეს ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გუშინ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს და 25 თებერვალს დაგეგმილ აქციას აუქმებენ. ეს გადაწყვეტილება მათ საქართველოში ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტის მიწურულს, ბრიფინგზე გააკეთეს. ლიეტუველმა დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ უპასუხებს დიალოგთან დაკავშირებით კეთილ ნებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]