weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა

22:07 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

კახაბერ ქემოკლიძემ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად 4 თებერვალს დაინიშნა, თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 10-წლიანი მუშაობის შემდეგ საჯარო სამსახურიდან მიდის.

ქემოკლიძემ განსაკუთრებული მადლობა გიორგი გახარიას გადაუხადა იმისთვის, რომ „მისცა საშუალება ყოფილიყო სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და ემსახურა თავისი ქვეყნისთვის“.

„არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე) ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი“, – დაწერა სოციალურ ქსელში კახაბერ ქემოკლიძემ.

მან სახელმწიფოებრივ საქმეში წარმატება უსურვა ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

„საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად, სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში!“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.

2019 წლის აგვისტოდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე კახაბერ ქემოკლიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2018 წლებში კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]