weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატი უარყოფს, რომ კომენდანტის საათის დროს წვეულება ჰქონდა

18:18 კვირა, 28 თებერვალი 2021

„ქართული ოცნებიდან“ ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი უარყოფს ინფორმაციას, რომ ე.წ. კომენდანტის საათის დროს საკუთარ რესტორანში წვეულება მოაწყო. როგორც ანზორ ბოლქვაძემ „რეგინფოსთან“ განაცხადა, ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ერთი წლის წინ არის გადაღებული.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც წვეულებას ასახავს. ვიდეოში „ქართული ოცნების“ დეპუტატიც არის დაფიქსირებული.

„კომენდანტის საათის“ დროს „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე დახურულ სივრცეში, საკუთარ რესტორანში ათეულობით ადამიანთან ერთად ზეიმობს. გუშინ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც გაუფუჭდათ ავტომობილი, საშვი გადაადგილების არ მისცეს და გაყინეს ქუთაისის მაგისტრალზე. ესაა თქვენი სამართალი. სიტყვები არ მყოფნის რა გიწოდოთ! ვიდეო ვრცელდება 30 წუთის წინ“, – დაწერა მიშა ბოლქვაძემ.

მაჟორიტარმა დეპუტატმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ვიდეო ერთი წლის წინანდელ წვეულებას ასახავს, რომელიც ხულოში, მისსავე რესტორანში შვილიშვილისთვის მოაწყო. მისივე თქმით, რესტორანი ახლა დაკეტილია.

„ძველია ეგ ვიდეო. გადაღებულია გასულ წელს. ექვსი შვილიშვილი მყავს. გადავუხადე გასულ წელს. წელსაც ჰქონდა ჩემს შვილიშვილს დაბადების დღე, მაგრამ არ გადამიხდია. ძველი ვიდეოა. ერთი წელი გავიდა იმის მერე. ვიღაცამ ამოაგდო და დადო, რაში სჭირდებოდათ, ვერ გავიგე“, – განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

 

მსგავს თემაზე:

სამცხის დეპუტატმა დაბადების დღე კომენდანტის საათის დროს წვეულებით აღნიშნა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]