weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ორკვირიანი რაუნდი გაიმართება – სუბარი

11:28 პარასკევი, 05 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით მთავრობა მოსახლეობასთან შეხვედრებს ორი კვირის განმავლობაში გამართავს.

„ნათია თურნავა და ზოგადად ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა მოლაპარაკებების, შეხვედრების დაახლოებით ორკვირიან რაუნდს აკეთებს. იქნება შეხვედრა იმ ადამიანებთანაც, ვინც პროტესტს აცხადებს, იმათთანაც, ვინც მხარდამჭერია, იმათთანაც ვინც ნეიტრალურია. ამ ორი კვირის განმავლობაში ყველა ტიპის შეხვედრა იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12 საათზე ცაგერის კულტურის სახლში, მოქალაქეებს შეხვედებიან. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება.

გუშინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით რეგიონში ჩასვლა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ინფორმაციის მიწოდება დაავალა. გარდა ამისა, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებიც უნდა გაიმართოს.

28 თებერვალს ქუთაისში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე საქართველოს მთავრობას 14 მარტამდე მისცეს ვადა, რომ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. აქციის შემდეგ შეჩერებულია ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც „ენკა“ მანამდე პოლიციის თანხლებით ახორციელებდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული 80-მდე აქტივისტი სოფელ ნამოხვანში 24 საათის განმავლობაში მორიგეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]