weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეიძლება ოჯახში ძალადობამ მოიმატა, თუმცა პანდემიის გულიზე თუ რისი გულიზა, ვერ გეტყვით – გომელაური

10:47 შაბათი, 06 მარტი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა პანდემიის პერიოდში შეიძლება მოიმატა, თუმცა ზუსტად არ იცის, რა შეიძლება იყოს მიზეზი. გომელაურს ამ საკითხზე შეკითხვა პარლამენტში, დეპუტატებმა დაუსვეს.

„შეიძლება რაღაც პროცენტით მოიმატა პანდემიის პერიოდში ოჯახში ძალადობის თემამ, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით პანდემიის გულიზე მოიმატა, თუ რისი გულიზა მოიმატა. ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა კრიტიკული მატება ჩვენთან, საქართველოში არ შეინიშნება, რომ კრიტიკულად გავარდა თემა, რაღაც უმნიშვნელო მატებაა“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, მინისტრის აზრით, იზრდება არა ოჯახში ძალადობის, არამედ პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი.

„გავაკეთეთ რგოლები, სოციალურ ქსელბშიც გავუშვით, ტელევიზიაშიც გავიდა, რომ მომართვიანობა ყოფილიყო უფრო მეტი. მომართვიანობა იმატებს. მე ვფიქრობ, რომ მომართვიანობა იმატებს და არა ოჯახში ძალადობა. ესე ვიტყოდი. ბევრია, რომელიც ჩვენამდე არც მოდის და ისე ხდება. რაიონებში უფრო მძიმე სიტუაციაა ვიდრე დედაქალაქში. პანდემიიდან გამომდინარე ცოტა შევფერხდით. ისევ გავალთ, რაიონებში დავიწყებთ მოძრაობას და ჩვენი თანამშრომლები ჩაატარებენ ლექციებს და ა.შ.“, – განაცხადა გომელაურმა.

5 მარტს, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გამოვიდა და მისი უწყების მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

 

ამ თემაზე:

ესებუას დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად დავაკავებთ – შს მინისტრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]