weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ ბრალდებას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ – ანზორ ჩუბინიძე ფარულ ჩანაწერებზე

23:46 კვირა, 07 მარტი 2021

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების მიზანი „ქართული ოცნების“ და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების დისკრედიტაციაა. ჩუბინიძე ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას იუმორის გარეშე ვერ მიიღებს. 

„ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო საოცარი სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, რომ დაარწმუნონ ქართული საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე დღეს კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება, ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. ამ ბოროტული განზრახვის საფუძველი არის დისკრედიტაცია. ეს არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ისაუბრეს და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერები 2010 წელს არის გაკეთებული. მდინარაძის მტკიცებით, ჩანაწერები დამონტაჟებულია და ფაბრიკაციას წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]