weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„ლელომ“ ფარულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

12:41 ორშაბათი, 08 მარტი 2021

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა კახა კოჟორიძე და ლევან სამუშიამ გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, რომლითაც ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 6 მარტს გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, საქართველოს სიახლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება.

„ჩვენ, როგორც იურისტები, ვამბობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობისადმი დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და მორჩილების გამოცხადებას მმართველი პარტიისადმი.

პარტია არ არის უფლებამოსილი დაადგინოს დანაშაულის ფაქტები. ეს უნდა გააკეთოს პროკურატურამ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ლევან სამუშიას თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მომხდარი დანაშაული ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს: „მძიმე დანაშაულს 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა აქვს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ დანაშაული ამ ვადაში გადააგდონ, შემდეგ კი პროკურატურას ათქმევინონ, რომ ეს საქმე ხანდაზმულია და შეწყვიტონ გამოძიება, თუ ის დაიწყება“.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერები 2010-2011 წლებში, „კუდის“ მიერ არის გაკეთებული. როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაყალბებული საუბარი“ შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩანაწერები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გაავრცელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]