weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

17:14 სამშაბათი, 09 მარტი 2021

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე, რომელიც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს შეიცავს.

პროკურატურის განცხადებით, ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით ექსპერტიზები დაინიშნება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადეს პროკურატურაში.

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერები 2010-2011 წლებში, „კუდის“ მიერ არის გაკეთებული. როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაყალბებული საუბარი“ შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩანაწერები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გაავრცელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]