weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსეთი აფხაზეთს სამხედრო ქონებას გადასცემს

16:52 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017
ანატოლი ხრულიოვი და ალექსანდრე ფომინი ანატოლი ხრულიოვი და ალექსანდრე ფომინი

რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულებას აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.

დოკუმენტს ხელი დღეს, მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ფომინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ხრულიოვმა მოაწერეს.

როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაშია ნათქვამი, დოკუმენტს ხელი 2014 წელს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში მოეწერა.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში „მხარეებმა“ ასევე განიხილეს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირების და აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთიანი დანაყოფების შექმნის საკითხები.

რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარებს. ომიდან მეცხრე წლისთავზე, 2017 წლის 8 აგვისტოს სოხუმში ჩასული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბას დაპირდა, რომ მათ შორის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროშიც გაძლიერდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]