weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია – მდინარაძე ოპოზიციაზე

18:01 შაბათი, 20 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ დღეს გაჟღერებულ გეგმას, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვასაც ითვალისწინებს. მდინარაძის თქმით, ოპოზიციის საპროტესტო აქციების არავის ეშინია.

„მოლაპარაკებების რესურსი ყოველთვის არსებობს. მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია, მიუხედავად იმისა, გულწრფელად ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია თითოეული მათი, თუნდაც, მომხრის, პარტიული აქტივისტის აზრი, რომელიც არის უკიდურესად სუბიექტური ამ პროცესების შეფასების დროს. მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია. შეუძლებელია პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას, სამართლიანობას და სამართალს დაუპირისპირდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უკვე ოთხი თვეა, დღის წესრიგში „ხელოვნური და მოგონილი კრიზისია“, რის გამოც საზოგადოება ყურადღებას ვერ აქცევს „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ სამუშაოს.

„უნდა დავასრულოთ ამ მოგონილი და ხელოვნური კრიზისის დღის წესრიგში ყოფნა. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის გაწერილ დღის წესრიგზე დღენიადაგ საუბარი და უნდა გადავიდეთ იმ თემებზე, თქვენც მოგიწოდებთ და გთხოვთ, გაშუქებას იმ თემებისა და საქმის, რომელიც ქვეყანაში ბევრი კეთდება.

ამ ოთხთვიანმა მოგონილმა კრიზისმა წაიღო და წალეკა მთლიანად მედიასივრცე. სხვაზე არაფერზე არ აწყობთ საუბარი.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პოსტკრიზისულ სიტუაციაზე, მისი აღმოფხვრის გზებზე, ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, ამ მძიმე კრიზისის დაძლევაზე, რომელიც მთელ მსოფლიოს თავს დაატყდა, როდესაც ვაქცინაციაზეა საუბარი, ენერგოდამოუკიდებლობაზე, ინვესტიციებზე, როგორ აღვადგინოთ ის პირობები მაინც სამუშაო ადგილებზე, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა. ამ საკითხებზე მიდის მუშაობა, თუმცა საზოგადოების ყურადღება ვერ ექცევა მხოლოდ იმის გამო, რომ საინფორმაციო ველზე სხვა დღის წესრიგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, დასკვნითი აქცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 13-დან 18 მარტის ჩათვლით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გამოგზავნილი კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარეობდა. მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებიც. ამის მიუხედავად, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაშიც ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]