„პარასკევს თუ ხუთშაბათ საღამოს იყო, როცა ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი ალტერნატიული ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს მისია - შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“, ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან პირველი კომენატრი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.