weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიტიკიდან არ წავალ – გახარია

12:05 ორშაბათი, 22 მარტი 2021

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და უახლოეს პერიოდში ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლეს პერიოდში, ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის ის, დღეს რისი თქმაც მინდოდა. დროებით, მალე შევხვდებით. ყველა კითხვას, როგორც ყოველთვის წარსულში, პასუხები გაეცემა“, – თქვა ჟურნალისტებთან გახარიამ.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. ამასთან, გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობდა პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.

გახარიას გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ირაო პატიმრობით შეუცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]