weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება

21:29 ორშაბათი, 22 მარტი 2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. დროა, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, – წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით „ქართულ ოცნებასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები 13-დან 18 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მოლაპარაკებებში ჩართულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებიც.

დანიელსონის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ, რაც თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]