weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ – ქემოკლიძე

17:42 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გუშინ გამართულ სხდომას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სენატში მსგავსი, შინაარსობრივად უკიდურესად ნეგატიურად დატვირთული განცხადებები ისმოდა საქართველოს ხელისუფლების და რიგ შემთხვევებში ოპოზიციის მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯების მისამართით.

ქემოკლიძის თქმით, საქართველოს მეგობრები და პარტნიორები გასაკვირად კარგად არიან ინფორმირებულები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

„ეს იმას ნიშნავს, რომ მათი „Staffer“-ები, ისევე როგორც საკანონმდებლო/სახელმწიფო აპარატს მიღმა მყოფი ორგანიზაციები კიდევ უფრო ღრმად და დეტალურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ამერიკელმა სენატორებმა დაადასტურეს ის განცდა, რაც ყველას გვქონდა - შექმნილი პოლიტიკური კრიზისით სარგებლობს (თანაც მინიმალური დანახარჯით) ოკუპანტი რუსეთი და რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გახდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევა“, – წერს სოცილურ ქსელში კახაბერ ქემოკლიძე.

მისივე თქმით, ამერიკელმა მეგობრებმა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს კრიზისის დაძლევის მზა სახელმწიფოებრივი ხედვა შესთავაზეს - გვერდით გადაიდოს მოკლევადიანი პოლიტიკური დღის წესრიგი, სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მიზნით დაიძლიოს პოლარიზაცია და ნაბიჯ-ნაბიჯ გაგრძელდეს დემოკრატიის .

„ამერიკელმა პარტნიორებმა გახარიას მიერ გადადგომის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორ და პრინციპულ პოზიციად შეაფასეს, რადგან ის რადიკალიზაციის და პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების არ დაშვებას ემსახურებოდა.

გუშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ფინანსური ბერკეტების ამოქმედებამდე ერთ ნაბიჯში ვართ. ეს იყო საჯარო და მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფოს, დემოკრატიული განვითარების გზაზე მეტი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“, – ამბობს ქემოკლიძე.

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მიიჩვევს, რომ მნიშვნელოვანია, სენატორების გზავნილები ადეკვატურად და არა ვიწრო პარტიული პრიზმით იქნას აღქმული და კონკრეტულ ნაბიჯებში აისახოს.

„დაპირისპირებული მხარეების მხრიდან კონტექსტიდან ამოღებული ცალკეული გზავნილების საკუთარ ინტერესებზე მორგების ნებისმიერი მცდელობა იქნება სრულიად უშედეგო და კიდევ უფრო კონტრპროდუქტიული“, – აღნიშნავს ქემოკლიძე.

გუშინ, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტია სხდომაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს. სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისით რუსეთი იმარჯვებს. მან პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და დროული შეთანხმებისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციონერების ყველა დღე ციხეში რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტის ადგილები არის ცარიელი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ზიანის მომტანია. სწორედ ამიტომ, გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ ყველა მხარემ კრიზისი ასე გაახანგრძლივა“, – განაცხადა სენატორმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]