weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ღარიბაშვილი

16:04 ხუთშაბათი, 25 მარტი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას დარჩა ორი არჩევანი შევიდეს პარლამენტში ან გააგრძელოს „დესტრუქციული პოლიტიკა“.

„ოპოზიციას დღეს დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი. ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკრადი, მათი აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები; მეორე – თუ ისინი კვლავაც გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, მათ მოუწევთ ამ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ოპოზიცია სრულ გაუგებრობასა და კატასტროფულ მდგომარეობაშია.

„დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს? საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე.

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მას შემდეგ, რაც 18 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მუშაობის საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, საგანგებო რეჟიმი თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციების გამართვასაც გულისხმობს. მისი ინფორმაციით, დასკვნითი აქცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]