weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაც უნდა ბერიას მეძახდნენ, განსხვავებული აზრით მაინც დავინტერესდები – წულუკიანი

13:49 პარასკევი, 26 მარტი 2021

„რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით.

წულუკიანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აქვს სურვილი, მოიკითხოს ყველა განსხვავებული აზრი და დაინტერესდეს, რა დგას მის უკან - უბრალო უკმაყოფილება თუ განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს პრობლემების გადაჭრას.

„თურმე, ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, თეორიას, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ოღონდ ვერ აკონკრეტებს მე რა ბერკეტი მაქვს ცენზურისათვის, ამიტომ ეს სასაცილოა. ისიც უთქვამს, თურმე, მას თუ სხვას, არ ვიცი... ყოველ შემთხვევაში თეორია ასეთია, რომ მე ვარ ბერია. მე ქალბატონ გრიგოლიას მინდა ვკითხო - სად არის ცენზურა. არ არის ცენზურა, მაგრამ ის, რომ სისტემა შეიქმნება, ეს არის 2*2=4.

ამ სფეროში არ არსებობს სისტემა. ძვირფას მომღერლებს, მათ შორის ქალბატონ ანიტას (რაჭველიშვილი) თუ არ იარსებებს სისტემა, სამინისტროს აპარატი კვალიფიციური კადრებით, თუ არ იარსებებს ფულის ხარჯვის სწორი წესი, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილი. ჩემი მიზანია, მათ ხელი შევუწყო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთბ, თუ არ მეყოლება კვალიფიციურ, მიუკერძოებელ ადამიანთა ბიუროკრატიული აპარატი და არ მექნება სურვილი.

კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნებისადმი“ ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას“, – თქვა ჟურნალისტებთან წულუკიანმა.

კრიტიკა მოჰყვა განცხადებას, რომელიც წულუკიანმა კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, შეეცდება ნახოს, საიდან მოდის ეს განსხვავებული აზრი. გარდა ამისა, თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ სამსახურიდან მხოლოდ ის საჯარო მოხელეები გაათავისუფლა, ვინც პოლიტიკით იყო დაკავებული.

„საჯარო მოხელისთვის პოლიტიკა არის მხოლოდ არჩევნების დღეს ან საკუთარ სამზარეულოში. როდესაც ის არის საჯარო სამსახურში, მას ევალება საქმის კეთება მიუკერძოებლად და პირუთვნელად“, – აღნიშნა მან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]