weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიას მივიღებდით – კობახიძე

02:00 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მიერ მედიაციის დროს წარდგენილი დოკუმენტი ასახავდა „ქართული ოცნების“ შეთავაზებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, დოკუმენტში აისახა „ქართული ოცნების“ შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას.

„20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიციის მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის, პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც ნიკანორ მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერასდროს გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ საქმესთან დაკავშირებით არსებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების გათვალისწინებით გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშრებით.

ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ - არ გადაიხადა და დაიჭირეს. შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის საკადრისი პასუხი გასცა. შესაბამისად, ამნისტიის კანონის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას ვეღარ შეუქმნის სახელმწიფოს და სამართლის უზენაესობას, თუმცა ამ შეთავაზებაზეც ოპოზიციამ უარი თქვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მიერ წარდგენილ დოკუმენტში არ ყოფილა ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გამართული მედიაციის მეორე რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები 8 საათი მიმდინარეობდა. როგორც დანიელსონმა განაცხადა, მის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი ბოლომდე არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო.

„იყო მიღწეული თანხმობა საარჩვენო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათთვის მიუღებელი იყო ის, რომ დოკუმენტში არ არსებობდა ვადამდელ არჩევნებთან და გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]