weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუშინ მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც ქვეყნის მომავალი ეწერა – ელისაშვილი

12:41 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

პარტია მოქალაქეების ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მედიაციის დროს, გუშინ, ხელი ჰკრეს შეთანხმებას, სადაც ქვეყნის მომავალი ეწერა. საუბარია ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე.

„რაზეც განსაკუთრებით გავცოფდი და გული მწყდება, არის ის, რომ გუშინ ხელი ჰკრეს და მაგიდიდან გადააგდეს შეთანხმება, სადაც საარჩევნო რეფორმასთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმა ანუ ამ ქვეყნის მომავალი ეწერა, მაგრამ

ვიღაცებისთვის, როგორც ჩანს, კონკრეტული პარტიული დღის წესრიგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მართლმსაჯულების რეფორმა ან კონკრეტულ პატიმრებზე ლაპარაკი ურჩევნიათ, თითქოს ხელისუფლებას არ რჩება ბერკეტი, რომ მერე კიდევ სხვა დააპატიმროს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა და დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

„იყო მიღწეული თანხმობა საარჩვენო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროპელი დიპლომატის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან საჭიროა კომპრომისები განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]