weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც დოკუმენტს ხელს ვაწერდი – მეგრელიშვილი

15:38 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიდან ის ერთადერთი იყო, ვინც გუშინ ხელს აწერდა, კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.

„ერთადერთი პარტია ვიყავი, ვინც ხელს ვაწერდი. უბრალოდ, ფორმატი იყო ისეთი, რომ ან ყველა აწერდა ხელს, ან არავინ.

ერთი მხრივ, შემოთავაზებული იყო ადამიანების გათავისუფლება და მეორე მხრივ, შემოთავაზებული იყო, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნაზე. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ იყო ბევრად უფრო მართალი, რადგან ის ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხები მისთვის ბოლომდე არ იყო მისაღები, აწერდა ხელს. ლოგიკურად გამოდის, რომ ამ დოკუმენტს ხელი მეორე მხარემ არ მოაწერა, ანუ ფაქტობრივად მან არ დაიხია თავისი წითელი ხაზებიდან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „ხუთთვიანი ეპოპეა“ დასრულდა და „გირჩი“ დამოუკიდებლად მოქმედებას აპირებს. 

„ის იდეები, რასაც ვფიქრობთ, რომ უნდა გავაკეთოთ, ჯერ უნდა შევათანხმოთ შიგნით, მერე ვაპირებთ „ქართულ ოცნებასთან“ დალაპარაკებას და ძალიან მალე ყველაფერი იქნება საჯარო“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გუშინ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა და დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

„იყო მიღწეული თანხმობა საარჩვენო რეფორმაზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე და ძალაუფლების გადანაწილებაზე. ეს პოზიტიურია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ევროპელი დიპლომატის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიდეს კრიზისიდან საჭიროა კომპრომისები განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]