weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა

11:15 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრად ლაშა ხუციშვილი დაინიშნა, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლაშა ხუციშვილის დანიშვნის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„ბატონი ლაშა დიდი ხანია, ფინანსთა სამინისტროს გუნდის წევრია. იგი ძალიან კარგად იცნობს სისტემას, კერძოდ, 2014 წლიდან მას ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა, არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი ოცეულის მიერ ინიცირებული  პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის წევრი, 2013-2014 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, 2008-2013 წლებში მუშაობდა საერთაშორისო კომპანია Ernst & Young თბილისის ოფისი, საგადასახადო და იურიდიული განყოფილება, არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.

მე მინდა, ბატონ ლაშას წარმატებები ვუსურვო ფინანსთა მინისტრის რანგში და მჯერა, რომ იგი წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სამწლიანი მუშაობის შემდეგ ივანე მაჭავარიანი გადადგა. სოციალურ ქსელში გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში მაჭავარიანი გადადგომის მიზეზებს არ განმარტავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს აპირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]