weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არსებობს ეჭვი, რომ მაქარაშვილი, ხოშტარია და დიღმელაშვილი რუსეთის აგენტები არიან – კობახიძე

17:04 ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021

„როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტორული ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან და საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან თქვა, გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსულ საქმეს აკეთებენ და რომლებიც შემჩნეული არიანრუსეთთან ღია თუ ფარულ კავშირებში.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტებ“, – თქვა კობახიძემ.

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს კობახიძის განცხადებების კომენტირებისთვის ბევრი დრო დახარჯოს. მისი თქმით, პოზნერის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა იმ ფართო წრიდან, რომელიც მას მასპინძლობდა.

„ჩემი მიზანი არ ყოფილა კონკრეტულად იმ ქართველების გაშავება, ვინც მასპინძლობდა, არც კი მითქვამს სახელები. არ არის ჩემი საქმე მორალი ვუკითხო ვინმეს და ვასწავლო ან მოვახვიო თავს ჩემი წარმოდგენა სახელმწიფოს ღირსებაზე. მე აქ მთავარი პრეტენზია მაქვს მთავრობასთან, რომელსაც მივმართე ძალიან კონკრეტული არგუმენტებით, რომ ამ კაცის შემოშვება იქნება პრობლემა, რომ არ უნდა შემოუშვათ, ამის უფლება გაქვთ, მით უმეტეს, კონტექსტი იყო ძაან ნათელი - დაბადების დღის გადასახდელად რომ მოდიხარ 9 საათზე, ნომერში დაჯდომას არ აპირებ, ხო? მით უმეტეს, მთელი თვითმფრინავით რომ ჩამოდიხარ.

როგორც სხვა წინა შემთხვევებშიც, წინასწარ გავაფრთხილეთ, რომ არ შემოუშვათ, კანონიც მივუთითეთ. ქონდათ მათ საშუალება, ემოქმედათ და არ მისულიყო ასეთ შედეგამდე, თუმცა როდესაც მთავრობა არ იცავს სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქეებს გვაქვს ვალდებულება ჩვენ ვიმოქმედოთ და ჩვენ დავიცვათ ეს ინტერესები“, – განაცხადა ხოშტარიამ „ფორმულას“ ეთერში.

ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი 87-ე დაბადების დღის აღსანიშნად გუშინ, 31 მარტს ჩამოვიდა. 41 ადამიანი აეროპორტიდან ჯერ სასტუმროში მივიდა, რის შემდეგაც, ე.წ. კომენდანტის საათის მიუხედავად, სასტუმრო „ვინოტელის“ რესტორანში გადაინაცვლა. რესტორანთან საპროტესტო აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანაში არ უნდა შემოეშვა.

პოზნერმა და მისმა სტუმრებმა რესტორანი პოლიციის დახმარებით დატოვეს და ისევ სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლეს. აქცია იქაც გაგრძელდა.

შინაგამ საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პოზნერი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვს. რაც შეეხება მასთან ერთად ჩამოსულ სხვა ადამიანებს, შსს-ს განცხადებით, ისინი მთავრობის დადგენილების შესაბამისად შემოვიდნენ ქვეყანაში, ნაწილს ჰქონდა კოვიდპასპორტი, ხოლო ნაწილს კი პისიარტესტის ცნობა.

რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები თბილისიდან დილით, ჩარტერული რეისით გაფრინდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]