weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ რომ მოაწეროს მედიატორის დოკუმენტს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ – ბოკერია

17:12 პარასკევი, 02 აპრილი 2021

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროკავშირის მედიატორის, კრისტიან დნილესონის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ის არასრულფასოვანი დოკუმენტია.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელმოწერის შემთხვევაში – ბოკერიამ განაცხადა:

„არა, არა, ნამდვილად არა. მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური, პრაგმატული და მორალური ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ, პირველადი პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს, ვინც აქ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე.

ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე, პოლიტიკური კლიმატი ქვეყანაში ვერ შეიცვლება, პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, ნდობა არჩევნების მიმართ ვერ აღდგება და ეს მოგვიტანს უმძიმეს შედეგებს ცოტა ხანში.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ამ დოკუმენტზე, სადაც არის კარგი პუნქტები. ეს დოკუმენტი ივანიშვილის რეჟიმის რადიკალური, სრულიად უპასუხისმგებლო, ტერორისტის პოზოციიდან დაყეებული საკითხის გამო არის ასეთი. უნდა შევცვალოთ“, – ამბობს გიგა ბოკერია.

ევროკავშირის პარლამენტრის შვიდმა წამყვანმა წევრმა გუშინ განაცხადა, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ქართველი პოლიტიკური ლიდერებით, რადგან მათ სამშაბათს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, დაეხმაროს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში. ევროპარლამენტარების განცხადებით, ამ შედეგის გამო დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. სასწორზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მომავალი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

30 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდა. დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]