weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ქართული ოცნების“ 3 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

17:40 ოთხშაბათი, 07 აპრილი 2021

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს და ფრაქციის წევრებს - მაია მენაღარიშვილსა და ბექა დავითულიანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“, – დაწერა საოციალურ ქსელში მდინარაძემ.

კორონავირუსით არის ინფიცირებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

დღეს, ქვეყანაში 24 საათში ჩატარებული 27 713 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 327 პაციენტი და დაფიქსირდა გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]