weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა

16:00 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდჯდომარე, ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. ამით მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„მოსამართლემ გაახმოვანა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იყო წინასწარ. ამ გადაწყვეტილებას არანაირი შემხებლობა არ აქვს კანონთან. ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლომ ვერ გამოიჩინა პრინციპულობა“, – განაცხადა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მელიამ მოსამართლეს მონა უწოდა, რის გამოც ის პროცესიდან გააძევეს.

ნიკა მელია 23 თებერვალს, პარტიის ცენტრალურ ოფისში, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. მანამდე, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით იმ მოტივით მიმართა, რომ ნიკა მელიამ გირაოს სახით შეფარდებული 40 000 ლარის გადახდაზე უარი თქვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]