weather cur horoscope tv
ოქტომბერი 16, 2021

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მივესალმებით საპატრიარქოს მოწოდებას – სამინისტროები

18:22 ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021 hits 434

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტთან დაკავშირებით ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მიესალებიან საპატრიარქოს მოწოდებას დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე.

„კიდევ ერთხელ მივართავთ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია.

მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროები.

მათივე განცხადებაში ნათქვამია, რომ „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება“.

„იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – აცხადებენ ნათელა თურნავას და ლევან დავითაშვილის უწყებები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დიალოგი არ შეუწყვეტიათ და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კვლევების შესწავლის კუთხით და ეს პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება.

 

ამ თემაზე:

რიონის მცველები თურნავასთან დიალოგზე უარს ამბობენ და პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

რეპრესიებს გვიწყობს ხელისუფლება, დიალოგის მსურველი ასე არ იქცევა – გოლეთიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]