weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გუშინ გაიხსნა, უნდა გამოვიყენოთ – ვაშაძე

13:47 ორშაბათი, 19 აპრილი 2021

100%-ით კმაყოფილი ვერ ვიქნებით და მეც არ ვარ 100%-ით კმაყოფილი, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გაკეთეს ის მაქსიმუმი, რომელმაც ახლა შეიძლება გახსნას გზა ახალი განვითარებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა აბსოლუტურად ყველამ გულწრფელად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით.

ვაშაძის თქმით, დღეს ხალხს სჭირდება შეთანმება, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა.

„ჩვენი გუნდი ვართ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და მიგვაჩნია, რომ იმ შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა გუშინ, უნდა გამოვიყენოთ. მეგობრებო, მე აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ყველა კომპონენტი ამ დოკუმენტის არ მოგვწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, რომელმაც შეიძლება, რომ ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ყურადღება გაამახვილა ორ საკითხზე, რომელიც „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ მნიშვნელოვანია:

„პირველი პოლიტპატიმრები, რომლებიც გვყავს, უნდა გათავისუფლდნენ და კონკრეტული ვადები და მექანიზმებია მითითებული. მეორე ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა, დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, რომ ამიერიდან საქართველოში ყველა საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნები, ჩტარდება სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი ბარიერით ყველაზე ცუდ შემთხვევაში, რაც მისცემს ახალ პოლიტიკურ ძალებს, ახალ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში შემოსვლის შესაძლებლობას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ის ამბობს, შეეცდება, „ყველა ოპოზიციონერი კოლეგა დაარწმუნოს შეთანხმების და ამ გადაწვეტილების სიმართლეში“.

„მზად ვარ, ინდივიდუალურად ვესაუბრო მათ, მაგრამ პირველ რიგში, მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – დრო არ ითმენს მეგობრებო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს თქვენი გადაწყვეტილება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ნუ ვისაუბრებთ იმაზე, ვინ რა დათმო, ვინ გაიმარჯვა, ან ვინ დამარცხდა, გამარჯვებული უნდა იყოს ქართველი ხალხი და საქართველოს სახელმწიფო“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]