weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არმაზ ახვლედიანმა პარტიების შეთანხმებას ხელი მოაწერა

12:27 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

არმაზ ახვლედიანმა, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დეპუტატის მანდატი „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიით მიიღო, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს.

როგორც ახვლედიანმა განაცხადა, ის პარტიის წევრი არ ყოფილა და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

„მივიღეთ წარმოუდგენელი სულისკვეთების დოკუმენტი. ახლა ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დასრულდეს პოლიტიკოსების პარპაში. მე არ მინდა იმ პოლიტიკოსებს შორის ვიყო, იქნება ეს მმართველი ძალა, თუ ოპოზიცია, ვინც პარპაშობს და იქ მიდის ღუმელთან, ვისაც უნდა ხელის მოთბობა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა, რომელიც „ევროპული საქართველოდან“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და სიის მეოთხე ნომერი იყო.

შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს ხელი. გუშინვე დააფიქსირა ხელმოწერა „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

შეთანხმებას ხელს არ აწერენ „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

შარლ მიშელის დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე  (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]