weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დეგნანის ხელმძღვანელობით ივანიშვილის გადასარჩენად სპეცოპერაცია განხორციელდა – ნათელაშვილი

14:33 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

„გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი“, – ამის შესახებ „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რითიც პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმებაზე ხელის მოწერას გამოეხმაურა.

„ლეიბორისტების“ ლიდერის თქმით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში პუტინმა დასვა, ხოლო „ტრამპმა მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში – რუსეთისა და ოკუპანტების მიმართ ლოიალურად განწყობილი დიპლომატები დანიშნა“.

„მოვუწოდებ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ბაიდენს – დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტამპისტული ელემენტაბისგან. ტრამპიზმი ნიშნავს პრო-პუტინიზმს აქაც, რუსეთშიც და ამერიკაშიც“, – თქვა ნათელაშვილმა.

მისივე განცხადებით, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე“. 

„საქართველოს ხელისუფლებებს ჰყავთ მფარველებიც, მოკავშირეებიც და ზურგის გამამაგრებლებიც. ჩვენ ერთმანეთი გვყავს მოკავშირეებად და ან გავიტანთ ერთმანეთს, ან საქართველოს ფერი მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე თანდათანობით ჩაქრება და ამ ცოდვას ჩვენ ასი და ათასი წლის შემდეგ, სამუდამოდ, ძვლებზე აღბეჭდილს წავიღებთ იმქვეყნად.

მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, დოკუმენტზე ხელის მოწერა არასასიამოვნოა, მაგრამ კატასტროფა არ არის, რადგან ამ წუთისთვის, ძირითადი პოლიტიკური ძალები პარლამენტში არ შედიან: „არასასიამოვნოა, რადგან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანედებოდა, თავისი გარემოცვით“.

გუშინ, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“  და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე  (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]