weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

15:05 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარეა, ხელი მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს. ხელმოწერის ამსახველი ვიდეომასალა ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

გრიგოლ ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გასული წლის 15 დეკემბერს დატოვა, რის შემდეგაც პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მეორე ნომერი იყო.

გუშინ, 19 აპრილს, ორბელიანების სასახლეში „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. გარდა ამისა, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად ორი საქმეზე (იგულისხმება გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეები) ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]