weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტის გამოცემას 27 აპრილისთვის გეგმავს

09:54 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რითიც გიორგი რურუას შეწყალებისთვის მის მიერ დაყენებული ერთი პირობა უკვე შესრულებულია.

როგორც პრეზიდენტმა 19 აპრილს განაცხადა, იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, გარკვეული პირობებით შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

„იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ასევე აშშ-ს ელჩმა დაადასტურა, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია. რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება. ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, მოაწერეს ხელი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთანხმების ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]