weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მელიას პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ არა ციხეს – აშშ-ის ელჩი

19:14 ხუთშაბათი, 22 აპრილი 2021

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშრებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა საპატიმროს.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები). კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ნიკა მელია უარს აცხადებს გირაოს გადახდის გზით საპატიმროს დატოვებაზე, ასევე მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებებზეც გავრცელდება.

რაც შეეხება გიორგი რურუას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი შეწყალების აქტს 27 აპრილს გამოსცემს, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევლენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]