weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საუბარია, რომ ამნისტია შეეხოს მხოლოდ 3 პოლიციელს – სამადაშვილი

18:51 შაბათი, 24 აპრილი 2021

„ძალიან ხშირად გვესმის გზავნილი, რომ თითქოს ვიღაც აპირებს ამნისტირება გაუკეთოს, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პასუხისმგელია მაკო გომურის დასახიჩრებაზე. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არაფერი მსგავსი არ არის და არ იგულისმხება ამ შეთანხმების ფარგლებში მისაღებ კანონპროექტთან დაკავშირებით. საუბარია ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამნისტიის კანონპროექტი შეესაბამებოდეს პარტიების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებას.

„შეთანხმების სულისკვეთება და საგანი არის, რომ კონკრეტულად ის ადამიანები, ვისაც ბრალი აქვთ წაყენებული, დაექვემდებარონ ამნისტირებას, მათ შორის, საუბარია სამ პოლიციელთან დაკავშირებით.

იმ პირთა წრე, ვინც პასუხისმგებელია ძალადობის ფაქტებზე 20 ივნისის დღეს მხოლოდ ამ სამი პოლიციელის საკითხით შემოიფარგლება. არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომდგენლებთან გვქონდა დეტალური განხილვა სცენარის ყველა შესაძლო განვითარებაზე და იმაზე, თუ რა იქნება იურიდიული ტქნიკის თვალსაზრისით ყველაზე სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ ამ ამნისტიის კანონპროექტმა მიიღოს ზუსტად ისეთი სახე, რა სულისკვეთებაც იყო ჩადებული შეთანხმებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მტკნარი სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამნისტია გავრცელდეს იმ პირზეც, ვინც 2019 წლის 20 ივნისს აქციის დარბევის ბრძანება გასცა.

„საზოგადოებას ნუ შევიყვანთ შეცდომაში. არავის არ აქვს აღძრული არანაირი საქმე ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ და ეს ამნისტია შეიძლება შეეხოთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. არანაირი საქმე არ აღძრულა, არანაირი გამოძიება არ ჩაუტარებია „ქართულ ოცნებას“ და ამიტომ სიცრუეა, რომ ეს ამნისტიის კანონპროექტი მომავალში შეუძლებელს ხდის ან გამოძიება ჩატარდეს ან დამნაშავე დადგინდეს ან დაისაჯონ დამნაშავეები. საუბარია კონკრეტულ ადამიანებზე და მათთვის წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით ამნისტიაზე. სხვას ვერაფერს შეეხება ამნისტიის კნონპროექტი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“თავმჯომარემ, ირკალი კობახიძემ თქვა, რომ შეთანხმების შინაარსის თანახმად, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას, ვინც დაკავშირებულია 20 ივნისის მოვლენებთან და ვის წინააღმდეგაც აღიძრა ან შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, მხარეები ვალდებულები არიან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე (იგულისხმება ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები).

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“, რომელიც 20-21 ივნისის აქციის დროს დაზარალებულ პირთა ინტერესებს იცავს, მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ამნისტიის გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]