weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ გვაქვს, ამნისტია გავრცელდება პოლიციელებზეც – ქადაგიშვილი

12:11 ორშაბათი, 26 აპრილი 2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონი, რომლის მიღება „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანმხების ფარგლებში იგეგმება, პოლიციელებზეც გავრცელდება.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, შეთანხმებაში საუბარია იმაზე, რომ ამნისტია 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტზე გავრცელდეს.

„საუბარი იყო იმაზე, პოლიციელებზე უნდა გავრცელდეს თუ არა. რა თქმა უნდა, გავრცელდება პოლიციელზეც. არგუმენტად იყო მოყვანილი, რომ თუ ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას, რაც კონვენციით რეგულირდება, ასეთ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი ფაქტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლომდე მიიყვანს.

„დანაჩენი, როგორც ამერიკის ელჩმა აღნიშნა, ყველას პიროვნული საქმეა, იქნება თუ არა ციხეში“, – თქვა ქადაგიშვილმა.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული სამართალდამცველების ამნისტირების წინააღმდეგია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და ოპოზიციონერ დეპუტატებასც მოუწოდებს, ასეთ ამნისტიას მხარი არ დაუჭირონ. სწორედ მელიას გათავისუფლების გამო ჩაიწერა შეთანხმებაში ამნისტიის კანონის შემუშავება.

სამართალდამცველთა ამნისტიას ეწინააღმდეგებიან 2019 წლის 20-21 ივნისის დროს დაშავებული მოქალაქეებიც, შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციონერი ლიდერები კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ გავრცელდება აქციის დარბევის ბრძანების გამცემებსა და აქციის მონაწილეების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]