„დიახ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ რუსეთისგან განსხვავებით ქართველი ხალხი საკმარისად მობილიზებულია და მე უბრალოდ გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის, რეალურად, გმირად მივიჩნევ, მაგრამ ჯერ ასეთი მხარდაჭერა რუსეთში არ არის, ბუნებრივია, რიგი მიზეზების გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში მოვა თუ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ის სხვადასხვანაირად შეიძლება შეფასდეს, მათ შორის, მე მახსოვს მისგან არასასიამოვნო რაღაცები, საერთო ჯამში, ის გმირობის, წინააღმდეგობის სიმბოლოა. ასეთი ადამიანები მსოფლიოში ცოტა არიან და მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოში პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, მიხეილ სააკშვილმა აღნიშნა, რომ წელს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება.
„ვფიქრობ, რომ საქართველოში წელს ყველა შემთხვევაში შეიცვლება ხელისუფლება. მათ მოიპარეს არჩევნები, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. მიღწეულია შეთანხმება, რომელიც სრულყოფილებისგან შორს არის, მაგრამ ის ხსნის ამ წლის შემოდგომაზე რეფერენდუმის საკითხს – პრაქტიკულად ხელისუფლების შეცვლის საკითხს. ამიტომ მგონია, რომ პირადად მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე ვივლით და არ ვაპირებთ, ქვეყნის განადგურების შესაძლებლობა მივცეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რაც შემოდგომაზეა დაგეგმილი, აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და პროცესების უშუალო მონაწილე იქნება.