weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს ვიწყებ, ენმ-სთან თანაცხოვრება სრულდება – სამადაშვილი

19:29 ოთხშაბათი, 12 მაისი 2021

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, რომელიც ერთ-ერთია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობადატოვა. მისი თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებს.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბოლომდე იბრძოლებს, რომ შეთანხმება შესრულდეს.

„მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ. დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4-წლიანი თანაცხოვრება ენმ-სთან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა.

4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა“, – ნათქვამია სალომე სამადაშვილის განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს განსხვავებული პოზიცია აქვთ იმასთან დაკავშირებით, უნდა შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში. შესაძლოა მათ საბოლოო გადაწყვეტილება Facebook-ის საშუალებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მიიღონ.

20 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა. პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან 10 მაისს გათავისუფლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]