weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

13:15 პარასკევი, 14 მაისი 2021

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს და გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ადეიშვილმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 4 მარტს მიმართა და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, 7 მაისს გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. 

„საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

მიმდინარე წლის იანვარში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ 2007 წლის ნოემბერში პოლიტიკოს კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში. სასამართლომ ადეიშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენის გამოტანის დროისთვის კობა დავითაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]